სალომე ზურაბიშვილი - მადლობელი ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრის, რომლებმაც წლების განმავლობაში მშვიდობასა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს
სალომე ზურაბიშვილი - მადლობელი ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყველა წევრის, რომლებმაც წლების განმავლობაში მშვიდობასა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნის 14 წლისთავს ეხმაურება.

„14 წლის წინ, ამ დღეს, ევროკავშირმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შექმნა, რაც საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ ევროპის სოლიდარობისა და ერთგულების გამოხატულება იყო. მადლობელი ვარ მისიის ყველა წევრის, რომლებმაც წლების განმავლობაში მშვიდობასა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი შეიტანეს წვლილი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.