სალომე ზურაბიშვილი – მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, და რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა
მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.
„მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს ევროპული მომავლის სჯერა“, – წერს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გუშინ შეხვდა.
Thanks Frank Walter Steinmeier for this meeting launching my European tour designed to secure our European path. Germany’support will be crucial. Georgian people believe in their European future. pic.twitter.com/adDPAQZZSG
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) September 1, 2023