7-8 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტთან დალია გრიბაუსკაიტესთან, პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან და ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარესთან ვიქტორას პრანსკიეტისთან.
მოისწრაფიშვილის თქმით, ვიზიტის მიზანი საქართველო-ლიეტუვას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გაძლიერება და ამ მიმართულებით საქართველოს პარტნიორთა მობილიზებაა.