სალომე ზურაბიშვილი - ლანძღვა-გინებით საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას ამომრჩეველი შეაფასებს 28 ოქტომბერს
სალომე ზურაბიშვილი - ლანძღვა-გინებით საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლას ამომრჩეველი შეაფასებს 28 ოქტომბერს

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„რა შეფასება უნდა მიეცეს პროვოკაციებითა და ლანძღვა-გინებით საარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელის შეშლის მცდელობას თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში? ამ ყველაფერს მე ვერ შევაფასებ, შეაფასებს ამომრჩეველი 28 ოქტომბერს, როცა შემოხაზავს 48-ს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ქობულეთში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრის მიმდინარეობისას გარეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციას მართავდნენ.

ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.