სალომე ზურაბიშვილი კლაუს იოჰანისს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

11:04, 25.11.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კლაუს იოჰანისს რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„საქართველო და რუმინეთი ახლო, მეგობრული ერები არიან. მოუთმენლად ველოდები ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

რუმინეთის მოქმედმა პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მისი კონკურენტი ექსპრემიერი ვიორიკა დანჩილე იყო.

მსგავსი