სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბათუმში თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას გახსნის

18:53, 05.11.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ ბათუმში საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების მე-13 კონფერენციას (GDSC) გახსნის და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

კონფერენციაზე განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და გაწევრიანების პერსპექტივები, ჰიბრიდული საფრთხეები და საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

მსგავსი