სალომე ზურაბიშვილი - ხელმოწერისთვის ოპოზიციის აქ შეკრება უბრუნებს პრეზიდენტს ნამდვილ როლს, ნდობას და პატივისცემას
სალომე ზურაბიშვილი - ხელმოწერისთვის ოპოზიციის აქ შეკრება უბრუნებს პრეზიდენტს ნამდვილ როლს, ნდობას და პატივისცემას

პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე მოიტანა შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება, პირველ რიგში, პარლამენტის გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრეიზდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემეწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საერთაშორისო სივრცეში.

„დღევანდელი დღიდან უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც შეუძლია, იყოს არა ადგილი დაპირისპირების და ერთმანეთის სიძულვილის, ლანძღვის, არამედ ადგილი, სადაც მთავარი გამოწვევები, საკითხები იყოს გადალახული და ჩვენ მართლაც წინსვლით გამოვირჩეოდეთ და არა უკუსვლით. ის ადგილი და ის უფლებები, რაც დღეს უკვე ოპოზიციას ენიჭება საქართველოს პარლამენტში, ნამდვილად ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპულ ქვეყნებთან უმაღლეს დონეზე. რადგან ბევრი ქვეყანა არის, სადაც ასეთი უფლებები ნამდვილად არ მიენიჭება ოპოზიციას და გახდა ქმედითუნარიანი. ყველანი ველოდებით, რომ ვნახოთ ეს შედეგები. ასევე გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუცია, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობის და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ, საერთაშორისო სივრცეში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ხელმოწერისთვის ოპოზიციის ორბელიანების სასახლეში შეკრება უბრუნებს პრეზიდენტს ნამდვილ როლს, ნდობას და პატივისცემას.

„ამდენად, ის ფაქტი, რომ მთლიანად ოპოზიცია აქ შეიკრიბა ხელმოწერისთვის, უბრუნებს პრეზიდენტს თავის ნამდვილ როლს, უბრუნებს ნდობას და იმ პატივისცემას, რის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის როლს. მეტიც, შეუძლია, თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება ეს საჭირო, რაღაცა ფორმით ის მედიაცია შეასრულოს, რომელიც მგონია, არის ასევე საზოგადოების სურვილი, რათა აღარ იყოს მუდმივად თქვენი ჩამოსვლა საჭირო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.