კავკასიაში ახალი ერა იწყება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ მთიან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს.
„კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. სამძიმარს გამოვთქვამ დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.