სალომე ზურაბიშვილი – კატეგორიულად ვგმობ რუსეთის კიდევ ერთ მძიმე დანაშაულს, კაშხალზე თავდასხმა აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას.
მისივე თქმით, ომის დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
„კატეგორიულად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ კიდევ ერთ მძიმე ომის დანაშაულს. საშინელი თავდასხმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, „ნოვა კახოვკას“ კაშხალზე კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის სასტიკ ტაქტიკას. ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. საქართველო უკრაინის გვერდით დგას“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ძალებმა ააფეთქეს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ხერსონიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე ნაწილობრივ ან მთლიანად დატბორილია.
I strongly condemn another severe war crime committed by Russia. Horrible attack on civilian infrastructure – Nova Kakhovka dam once again shows 🇷🇺’s brutal tactics. These war crimes must be answered by justice.
All of Georgia stands with 🇺🇦
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 6, 2023