სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა
სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა

კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს.

„მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.