სალომე ზურაბიშვილი - კანონმა, ისევე როგორც გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია, თუ გვინდა, სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა აუცილებელია
სალომე ზურაბიშვილი - კანონმა, ისევე როგორც გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია, თუ გვინდა, სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა აუცილებელია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონი დაიცვან.

მისი თქმით, პრემიერთან ერთად ხელი მოაწერა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ყველა ზომას მხარს უჭერს.

„სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 24 საათიან რეჟიმში ემსახურება თქვენს ჯანმრთელობასა და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა, ყველამ მოვისმინეთ. ამ დროს მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მაშასადამე მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს.

მე პრემიერთან ერთად მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.