სალომე ზურაბიშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტების სპექტაკლს დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტების სპექტაკლს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, საქართველოს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტუდენტების სპექტაკლს დაესწრო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ორბელიანების სასახლეში წარმოდგენილ სპექტაკლს, რომელიც მარო მაყაშვილისა და იუნკერების თავდადების ისტორიას განასახიერებდა, მარო მაყაშვილის შთამომავალი, უფროსი ლეიტენანტი გიორგი როსტომაშვილი და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დატოვე კომენტარი