სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯგუფ „განს ენდ როუსს“ მიმართავს, საქართველოში კონცერტი ახალ არჩვენებამდე არ გამართოს.
აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„შეკვეთილში დაგეგმილი „განს ენდ როუსის“კონცერტი არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ივანიშვილის კონტროლირებადი კონცერტი. საქართველოში საპროტესტო აქციები 51-ე დღეა, გრძელდება და არ შეწყდება ახალ არჩევნებამდე. კონცერტები მისასალმებელი იქნება ამის შემდეგ“, – წერს ზურაბიშვილი.
Shekvetili concert is a state sponsored Ivanishvili controlled @gunsnroses concert. #GeorgianProtests is entering its 51 st Day and won’t stop until new elections! Concerts will be welcome after that! https://t.co/AWlxA9W3eH
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 18, 2025