სალომე ზურაბიშვილი – ისტორიული დღეა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია, მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს

22:53, 23.06.2022

ისტორიული დღეა. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.

„ახლა ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ შემართებით მომდევნო თვეებში, რათა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

მსგავსი