სალომე ზურაბიშვილი - იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად
იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ბრძანება წარადგინა.
„საგანგებო მდგომარეობა ერთგვაროვანი არ არის; მას გააჩნია გრადაციები. ჩვენ ახლა შემოგვაქვს მხოლოდ აუცილებელი, გარკვეული შეზღუდვები, თუმცა – არა ექსტრემალური.
მაგალითისთვის: არ იზღუდება არც სიტყვის თავისუფლება, არც ძირითადი ინდივიდუალური უფლებები, არც მედიის თავისუფლება, არც პოლიტიკური უფლებები. საგანგებო მდგომარეობაში არ შედის კომენდანტის საათის გამოცხადება. არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ ექვსი თვის თავზე, თუმცა, იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.