სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, აუდიტის სამსახური ჩემს კონკურენტებთან მიმართებითაც იმავეს აკეთებს, რასაც ჩემთან დაკავშირებით
სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, აუდიტის სამსახური ჩემს კონკურენტებთან მიმართებითაც იმავეს აკეთებს, რასაც ჩემთან დაკავშირებით

იმედი მაქვს, აუდიტის სამსახური ჩემს კონკურენტებთან მიმართებითაც იმავეს აკეთებს, რასაც ჩემთან დაკავშირებით აკეთებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა აუდიტის სამსახურის მიერ პოლიტიკური სუბიექტების შემომწირველთა შემოსავლების გამოთხოვასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.

„ძალიან კარგი. აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყებები მუშაობენ ისე, როგორც უნდა იმუშაონ. იმედი მაქვს, იმავეს აკეთებს აუდიტის სამსახური ჩემს კონკურენტებზე. უნდა იყოს ჩართული და ამ კამპანიის ზედამხედველი. ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა მიიღოს წვდომა იმ პირთა დეკლარირებულ შემოსავლებზე, რომლებმაც 1-5 ოქტომბერს სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტს თანხა გადაურიცხეს. მათ შორის არის რამდენიმე ექიმიც, რომლებმაც შემოწირულობა სალომე ზურაბიშვილის ჩაურიცხეს.