სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმიდან ფოტოებს ავრცელებს
სალომე ზურაბიშვილი ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმიდან ფოტოებს ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში, ჰოლოკოსტის ფორუმზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

ფოტოები, რომლებზეც სალომე ზურაბიშვილის სხვადასხვა მსოფლიო ლიდერთან მისალმება და გასაუბრებაა ასახული, სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

იერუსალიმში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი მიმდინარეობს, სახელწოდებით – „გვახსოვს ჰოლოკოსტი, ვებრძვით ანტისემიტიზმს“. ღონისძიებას 45-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი და სახელმწიფოს ხელმძღვანელი ესწრება.