სალომე ზურაბიშვილი - ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ეს სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია აზერბაიჯანელი ხალხისგან
სალომე ზურაბიშვილი - ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ეს სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია აზერბაიჯანელი ხალხისგან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის საქართველოს დროშის ფერებში განათების ფაქტს ეხმიანება და აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და ხალხს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის.

„დღეს ჰეიდარ ალიევის ცენტრი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. მადლობა აზერბაიჯანის პრეზიდენტს მხარდაჭერის გამოხატვისთვის. ეს სოლიდარობის საუკეთესო გზავნილია აზერბაიჯანელი ხალხისგან. ერთად ძლიერები ვართ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.