სალომე ზურაბიშვილი – მადლობას გიხდით მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა

15:34, 19.04.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

„გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მადლობას გიხდით იმ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის, რომელიც გუშინ ქართველმა ერმა გამოიჩინა. ამით ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა! ყველას გიხდით მადლობას! ქრისტე აღდგა!“ , – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი