სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა
სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორია, სიკვდილის შემდეგ, ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯიდლოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის დააჯილდოვა და ზუგდიდში ოთხოზორიას ოჯახს სახელმწიფო ჯილდო, მედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის”, პირადად გადასცა.

„დღეს გიგა ოთხოზორიას დედისაგან მოვისმინეთ არაჩვეულებრივი, საშობაო, შერიგების სიტყვა, რომელიც შეიძლება, მხოლოდ შვილდაღუპულმა დედამ თქვას და ახსენოს ჩვენი ერთობა. ჩვენთვის ყველასთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იყოს გულგახსნილობა, რომელიც შერიგების და ქვეყნის გამთლიანების საწინდარია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი გიგა ოთხოზორიას ოჯახში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.