სალომე ზურაბიშვილი - გია ყანჩელის გარდაცვალებით მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა
სალომე ზურაბიშვილი - გია ყანჩელის გარდაცვალებით მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდესი ქართველი მოდერნისტი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალებით მსოფლიო მუსიკალურმა საზოგადოებამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გია ყანჩელის მუსიკამ ქართულ თეატრსა და კინოში წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურაში და ხალხის გულწრფელი სიყვარული დაიმსახურა.
მისი მუსიკალური მემკვიდრეობა, თავისი განუმეორებელი ინტონაციით, ერთნაირად ცნობადი და ძვირფასია როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ისე მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.
ქართული საზოგადოების სახელით თანავუგრძნობ ოჯახს, ახლობლებს და სრულიად მუსიკალურ საზოგადოებას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.