სალომე ზურაბიშვილი – ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის კონცერტზე კიდევ ერთი ქართველი, ხატია ბუნიათიშვილი, დედაო ღვთისავ, შეგვეწიე

21:35, 08.12.2024

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის კონცერტში ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის მონაწილეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის კონცერტზე კიდევ ერთი ქართველი – ხატია ბუნიათიშვილი. დედაო ღვთისავ, შეგვეწიე!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.

სალომე ზურაბიშვილი კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილის შესრულების ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.

მსგავსი