სალომე ზურაბიშვილი - „ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლების როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია
სალომე ზურაბიშვილი - „ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლების როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ღირსეული პარტნიორი 2020“ სწავლებას მიესალმება.

„მივესალმები მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად მონაწილეობას იღებენ ნატო-ს ოთხი წევრი ქვეყნის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის წარმომადგენლები.

უმნიშვნელოვანესია ამ საერთაშორისო წვრთნის როლი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„ღირსეული პარტნიორი 2020“ ოფიციალურად დღეს გაიხსნა.