სალომე ზურაბიშვილი – გერმანიის პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გავუსვი ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, საუბრისას ხაზი გაუსვა სრულიად ევროკავშირის ერთობის და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას.
„საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
Had a very meaningful talk with German President Steinmeier. Underscored the historical importance of full EU unity and resolute German support to Ukraine facing Russian agression. European increased support to Georgia more timely than ever. #StandWithUkraine 🇬🇪🇩🇪🇪🇺🇺🇦
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 27, 2022