სალომე ზურაბიშვილი - გჭირდებათ ჩვენი სტაბილურობა და ევროკავშირისადმი ჩვენი ენთუზიაზმი, რათა თქვენს ხალხს შთააგონოთ და ევროპას ახალი სული მისცეთ
სალომე ზურაბიშვილი - გჭირდებათ ჩვენი სტაბილურობა და ევროკავშირისადმი ჩვენი ენთუზიაზმი, რათა თქვენს ხალხს შთააგონოთ და ევროპას ახალი სული მისცეთ

გჭირდებათ ჩვენი სტაბილურობა და ევროკავშირისადმი ჩვენი ენთუზიაზმი, რათა თქვენს ხალხს შთააგონოთ და ევროპას ახალი სული მისცეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენი რეგიონის, შავი ზღვის სტაბილურობა ისეთივე სასარგებლოა ევროპისთვის, როგორც საქართველოსთვის და ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ამაზე. თქვენ ჩვენი სტაბილურობა გჭირდებათ, ჩვენი სტაბილურობა ყველა რეგიონისთვის საჭიროა. ჩვენ ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერა გვჭირდება, მედიაცია, ჩართულობა, თავად დაარქვით, რაც გსურთ, რათა ქვეყანა გავამთლიანოდ.

თქვენ ევროკავშირისადმი ჩვენი ენთუზიაზმი გჭირდებათ, რათა თქვენს ხალხს შთააგონოთ და ევროპას ახალი სული მისცეთ. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება, რათა რთული დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმის ბოლო ეტაპი გავიაროთ და მივიდეთ იქ, სადაც გვსურს, რომ ვიმყოფებოდეთ. თქვენთან ერთად, სრულად ვიყოთ ევროპასთან ერთად“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.