სალომე ზურაბიშვილმა მთავრობასა და მერიას მიმართა, ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი მოეწყოს
სალომე ზურაბიშვილმა მთავრობასა და მერიას მიმართა, ვაკის პარკში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი მოეწყოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ ვაკის პარკში ერთიანი მემორიალი შეიქმნას, სადაც ყველა შეძლებს პატივი მიაგოს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკვე გაგზანილია წერილი საქართველოს მთავრობასთან, თბილისის მერიასთან და იმ მინისტრებთან, რომელებიც აღნიშნულ საკითხზე არიან პასუხისმგებლები.

„ჩემი ინიციატივაა, რომ 100 წლის თავზე ჩვენ შევქმნათ ერთიანი მემორიალი, ერთიანი კი არა მრავალი მემორიალები ვაკის პარკში, სადაც დღეს მიმდინარეობს რეაბილიტაცია, იმისთვის, რომ იქ ყველა, ვინც იბრძოდა სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ფორმით საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათთვის იყო ადგილი მიკუთვნებული. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა შეძლებს, მათ პატივი მიაგოს, სადაც საშუალება გვექნება ახალგაზრდა თაობებს ვასწავლოთ სწორედ ამ 100 წლის ბრძოლების ისტორია, სადაც როცა ჩამოვლენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ცოტა უფრო ღირსეულად მივიყვანთ პატივის მისაგებად.

რაც დღეს ხდებოდა 9 აპრილის მემორიალთან და რაც სამწუხაროდ ხდებოდა ყოველ წელს, არის სრულიად მიუღებელი, ეს არ არის ფორმა, რითაც ჩვენ პატივს უნდა ვაგებდეთ, ამიტომ უფრო შესატყვისი ადგილი და ფორმა უნდა მოინახოს ამისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.