სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდზე ვესტმინსტერის სასახლეში მივიდა [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე ვესტმინსტერის სასახლეში მივიდა.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ლონდონში, ლანკასტერის სასახლეში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობა გამოუცხადა სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს.

მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილი სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება.

ხვალ კი საქართველოს პრეზიდენტი დედოფლის დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიას დაესწრება​.