სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო.
გენერალური ანსამბლეაზე 24-30 სექტემბერს თავს იყრის მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი.
წელს გენერალური დებატების მთავარი თემა არის სიღარიბის აღმოფხვრის, ხარისხიანი განათლების, კლიმატის მიმართულებით ახალი მოქმედებებისა და ინკლუზიისთვის მრავალმხრივი ძალისხმევის მობილიზება.
საქართველოს პრეზიდენტი გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით ხვალ, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 19:00-20:30 სთ-ის შუალედში მიმართავს.