სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს – მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას პასუხობს. „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს პრეზიდენტი ფოტიგას მიერ ქართულ ენაზე გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს და შემდეგ კომენტარს აკეთებს:
„რომ დავაზუსტოთ, მე არ შემიწყალებია „პოლიტიკური პატიმრები“. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მე მადლობელი ვიქნებოდი, რომ ეს ფაქტი მხედველობაში იყოს მიღებული, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციაზე კომენტარი კეთდება“,- წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა 15 მაისს შეიწყალა.
To be precise, I did not pardon ‘political prisoners’. There are no political prisoners in Georgia. And I would be grateful for this fact to be taken into consideration when commenting on the Georgian situation. https://t.co/JgtKNOhry1
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 18, 2020