სალომე ზურაბიშვილი – ევროპამ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, მადლობელი ვართ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით გადამწყვეტი რეზოლუციისთვის
ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისთვის მადლობას უხდის.
„ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან“, – წერს პრეზიდენტი.
ევროპარლამენტში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მომზადდა.
Once again, Europe shows unwavering support for Georgia
Grateful to the European Parliament for its decisive resolution on Tamaz Ginturi’s killing, underscoring the international community’s role in confronting challenges faced by 🇬🇪 citizens under continuous Russian occupation
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 23, 2023