სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსის“ მიერ დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას
სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსის“ მიერ დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „ევრონუსის“ მიერ დაგეგმილ დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

დებატების სახელწოდებაა „ხალხის ევროპა თუ პოპულისტების ევროპა?“ და ის ევროკავშირში „პოპულიზმის აღზევების“ თემას ეხება.

„ევრონიუსის“ ცნობით, დებატებში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში ევროკომისარი პიერ მოსკოვიჩი, ასევე იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო მონტი და ევროპარლამენტში ლიბერალებისა და დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარე გი ვერჰოფსტადტი მიიღებენ მონაწილეობას.

„ევრონიუსი“ მასპინძლობს დებატებს, რომელიც ეხება ევროპარლამენტის არჩევნებზე ერთ-ერთ მთავარ თემას – პოპულისტების აღზევებას და ფინანსურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ გავლენას ევროპის ახალ პოლიტიკურ ლანდშაფტზე“, – ნათქვამია „ევრონიუსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.