სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა გავააქტიუროთ და ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს
სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უნდა გავააქტიუროთ და ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გააქტიურებისა და მისი სამოქმედო არეალის გაზრდის მიმართულებით უნდა იმუშაოს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს ზუგდიდში განუცხადა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას.

„საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი რამ უნდა მოიმოქმედოს – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავააქტიუროთ და ვიმუშაოთ, რომ მისი სამოქმედო არეალი გაიზარდოს. ეს არის ის, რაც დღეს ჩვენს შესაძლებლობებშია. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.