სალომე ზურაბიშვილი ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას შეუერთდა
სალომე ზურაბიშვილი ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალურ კომისიას შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მაღალი რანგის გლობალურ კომისიას შეურთდა, რომელიც იკვლევს ენერგეტიკის ეფექტურობის განვითარების დაჩქარებას ახალი და მძლავრი ქმედებებით.

ინფორმაცია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სტატიის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად არჩეულ იქნა 2018 წლის დეკემბერში, ენერგოეფექტურობის ხელშემწყობი გადაუდებელი მოქმედების გლობალური კომისიის მეოცე წევრია. კომისიის საპატიო თავმჯდომარე ირლანდიის პრემიერ-მინისტრი ლეო ვარადკარია. კომისიის ახალი შემადგენლობა აერთიანებს მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს, უმსხვილესი ბიზნესის აღმასრულებელ ხელმძღვანელებს და ლიდერებს ენერგეტიკის სფეროს მიმართულებით მთელი მსოფლიოდან.

მომავალი წლის სამოქმედო პოლიტიკისთვის წარმოდგენილი იქნება ზუსტი რეკომენდაციები, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ენერგოეფექტურობის განვითარების დასაჩქარებლად გამოიყენებს.

„დიდი პატივია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ უმნიშვნელოვანეს ინიციტივაში მიიღებს მონაწილეობას. ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია მსოფლიოს ძალისხმევის გასაუმჯობესებლად მიღწეულ იქნას მდგრადი ენერგეტიკის მიზნები”, – განაცხადა „საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს“ ხელმძღვანელმა, ფატი ბიროლმა.

სააგენტო მიიჩნევს, რომ ენერგოეფექტურობის ზუსტი პოლიტიკით, 2040 წლისთვის გლობალური ეკონომიკის მოცულობა ორჯერ გაიზრდება და ასევე შეინარჩუნებს მოხმარების იმავე დონეს რაც არის დღეს.

საერთაშორისო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ეს პოლიტიკა მსოფლიოს მისცემს შესაძლებლობას, გარემოს დაბინძურების არსებული დონე 40%-ით და მეტით შემცირდეს, რათა საერთაშორისო კლიმატის მიზნები იქნეს მიღწეული უკვე არსებული ხარჯების დამზოგავი ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.