სალომე ზურაბიშვილი – ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს.
ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაბედულ დიპლომატიურ ქმედებებს ატარებს, რათა უკრაინის მიმართ აგრესიის თავიდან აცილება მოხდეს და დაიწყოს დეესკალაცია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„საქართველო, რომელმაც იცის რუსული აგრესიის და ოკუპაციის ფასი, აცნობიერებს, თუ რამდენად განუყოფელი და გადამწყვეტია ევროპული და ტრანსატლანტიკური ერთიანობა, სიმტკიცე და დიპლომატია იმ დროს, როდესაც საფრთხე ემუქრება ევროპის და მაშასადამე, ჩვენს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
La Géorgie qui connait le coût de l’agression et de l’occupation russes, mesure combien l’unité européenne et transatlantique, la fermeté, et la diplomatie sont indissociables et cruciales au moment où la stabilité et la sécurité de l’Europe sont en jeu et partant, notre sécurité
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 4, 2022