სალომე ზურაბიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ახალი საწყისი ქვეყნისთვის, რათა დავძლიოთ ყველა გამოწვევა
სალომე ზურაბიშვილი - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ახალი საწყისი ქვეყნისთვის, რათა დავძლიოთ ყველა გამოწვევა

ვძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ახალი საწყისი ქვეყნისთვის, რათა მართლაც დავძლიოთ ყველა გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილი დოკუმენტის ხელმოწერაზე განაცხადა.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შესაძლებლობა გვექნება წინ. მგონი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს დღე ყველასთვის, ახალი საწყისი ამ ქვეყნისთვის, მშვიდობიანი და საქმიანი საწყისი, რათა ჩვენ მართლაც დავძლიოთ ყველა გამოწვევა. ბევრია გამოწვევები, რომლებიც ჩვენ გველოდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. ღონისძიებას მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ფასილიტატორი ელჩები ესწრებიან. ღონისძიებაზე ონლაინ ერთვება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.