სალომე ზურაბიშვილი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გერმანია არის და იქნება ჩვენ გვერდით
სალომე ზურაბიშვილი - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გერმანია არის და იქნება ჩვენ გვერდით

შეხვედრაზე ვახსენეთ ყველა ის მიმართულება, უპირველესად ევროკავშირი და ნატო, სადაც გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს „დიდი იმედი აქვს, რომ გერმანია არის და იქნება ჩვენ გვერდით“.

„ასევე ვახსენეთ ყველა ის მიმართულება, უპირველესად ევროკავშირი და ნატო, სადაც გერმანია ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომისიის თავმჯდომარე გერმანელი ქალბატონი იქნება, რომელიც ასევე არის ჩვენი მეგობარი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, სექტორალურ ინტეგრაციასთან მიმართებაში ჩვენი პოზიციები და ის მიმართულება, რომ საქართველო პრაქტიკულ ჭრილში გახდეს, გაწევრიანდეს ყველა იმ პოლიტიკაში და პროგრამაში, რომელიც ფაქტობრივად ევროკავშირში შეგვიყვანს, სანამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გერმანია არის და იქნება ჩვენ გვერდით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.