საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს შეხვდა.
„საქართველო აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ და ნებისმიერი მაღალი დონის შეხვედრა შანსია, რათა ვიხილოთ მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ტუსკის ინფორმაციით კი, მან კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.