სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ხუმრობით მიმართა - ნუ დარბიხართ, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ პრეზიდენტი ვარ? [ვიდეო]

ეს არის საბიუჯეტო პროცესი, მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის, – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს საკუთარ საარჩევნო შტაბთან განუცხადა, სადაც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების შემცირებაზე დაუსვეს კითხვა.

ზურაბიშვილის თქმით, მიმდინარეობს თანამშრომლობა და არანაირი პრობლემა არ არის.

„ნუ დარბიხართ, დადექით, ვეღარ მიეჩვიეთ, რომ ახლა პრეზიდენტი ვარ? ეს არის საბიუჯეტო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. შეტანილია ერთი პროექტი, რომელზედაც ჩვენ დავიწყეთ ახლა მუშაობა. მიმდინარეობს თანამშრომლობა, არავითარი პრობლემა არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს მოუწოდა, არ ეყვირათ, ხოლო საკუთარი დაცვის წევრებს მოუწოდა, ჟურნალისტებისთვის ხელი არ შეეშალათ. „მოიცადეთ, გაუშვით ამ ჟურნალისტებს“, – მიმართა დაცვის წევრებს არჩეულმა პრეზიდენტმა.