სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველგან არის დაძაბულობა პარტიებს შორის, ეს ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, საჭირო გახდეს რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა, ჩვენ აქ არ ვართ
სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველგან არის დაძაბულობა პარტიებს შორის, ეს ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, საჭირო გახდეს რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა, ჩვენ აქ არ ვართ

დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველგან არის დაძაბულობა პარტიებს შორის, ეს ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, საჭირო გახდეს რაღაც ფორმით კოალიციური მთავრობა, ჩვენ აქ არ ვართ, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიაში, ქვეყნის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„ავსტრიისა და საქართველოს პოლიტიკური ვითარების შედარება ცოტა ძნელია, მაგრამ ცხადია, რომ დღევანდელ მსოფლიოში თითქმის ყველგან განვითარებულია ის ძალიან მძიმე ვითარება, რასაც ჰქვია პოლარიზაცია. უფრო დიდი დაძაბულობაა სხვადასხვა პარტიებს შორის და ეს თავისთავად ქმნის მართვის პრობლემას, როცა შეიძლება, საჭირო გახდეს რაღაცა ფორმით კოალიციური მთავრობა. ჩვენ აქ არ ვართ. ადგილობრივ არჩევნებზე ახლა მეორე ტურს ველოდებით, მაგრამ ფაქტია, რომ პრეზიდენტის მოვალეობა და ამ მხრივ, პრეზიდენტის როლი, ცხადია, არის სამაგალითო. პრეზიდენტის მოვალეობა მიმაჩნია სწორედ იმაში, რომ იყოს ზეპარტიული და ყველანაირად შეეცადოს, დაძლიოს პოლარიზაცია; იყოს ყოველ შემთხვევაში ამ კუთხით მაგალითი და ეცადოს, რომ გააერთიანოს, რაც არ ნიშნავს, რომ ყველას უცბად გაუჩნდება ერთნაირი შეხედულება სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ გაერთიანება ნიშნავს, რომ უნდა შეგეძლოს მეორეს მოსმენა და მეორესთან ზოგ საკითხებზე მაინც თანამშრომლობა.

ჩვენ მაგალითად გვაქვს ყოველ შემთხვევაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც არსებობს კონსენსუსი – ეს არის დეოკუპაცია და ევროინტეგრაცია. ეს ორი საკითხი უნდა გვაძლევდეს საშუალებას, რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ და ამ ქვეყანას ის შევუნარჩუნოთ, რაც არის ყველაზე მთავარი, ეს არის სტაბილურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი