სალომე ზურაბიშვილი - დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გლოვობს, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს 
სალომე ზურაბიშვილი - დღეს საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გლოვობს, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ანზორ ერქომაიშვილს 

მე მგონი, დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელიც არ გლოვობს საქართველოში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ბატონ ანზორს, – ამის შესახებ აქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ანზორ ერქომაიშვილის პანაშვიდი გაიმართა.

„გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ამ ქვეყნისთვის იმას, რაც დღეს ყველაზე უფრო გვჭირდება. ბევრი რამ ითქვა და ბევრი რამ ითქმება ანზორ ერქომაიშვილზე. მე არ გავიმეორებ არც პატრიარქის სიტყვებს და არც მეუფე შიოს სიტყვებს, მაგრამ ის მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანი იყო სწორედ ის გამაერთიანებელი. დღეს თუ უყურებდით ვინ შემოვიდა ტაძარში, შემოვიდა მთელი საზოგადოება, მთელი საქართველო. დიდი, პატარა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებიც იყვნენ და ეს არის ის ძალიან დიდი მაგალითი, რაც დაგვიტოვა ანზორმა. მე მგონი, არ არსებობს ადამიანი დღეს, რომელიც არ გლოვობს საქართველოში. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა და პატივს არ სცემდა ბატონ ანზორს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სამების საკათედრო ტაძარში მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს.

ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული. ანზორ ერქომაიშვილს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.