სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს

12:17, 06.08.2018

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს.

ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმის კურსში ჩააყენა ირაკლი კობახიძე, რომ დღეს 17:00 საათზე აპირებს განცხადების გაკეთებას.

ჩაერთვება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში და მას, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება თუ არა მმართველი გუნდის მხარდაჭერა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული კითხვა უპასუხოდ დატოვა.

მსგავსი