სალომე ზურაბიშვილი - დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის ინდივიდუალური ქმედებები
სალომე ზურაბიშვილი - დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის ინდივიდუალური ქმედებები

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ, როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

მისივე თქმით, დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები.

„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია, მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო, ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელია დაკავებული.