სალომე ზურაბიშვილი – დამწუხრებული ვარ ხორვატიაში გამანადგურებელი მიწისძვრის გამო, ამ რთულ დროს ხორვატი ხალხის გვერდით ვდგავარ

20:50, 29.12.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამს და ხორვატ ხალხს უსამძიმრებს.

„დამწუხრებული ვარ ხორვატიაში გამანადგურებელი მიწისძვრის გამო. ამ რთულ დროს ხორვატი ხალხის გვერდით ვდგავარ და სიმტკიცეს ვუსურვებ ადგილზე მყოფ მაშველებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.

მსგავსი