სალომე ზურაბიშვილი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა დემოკრატიული განვითარების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
„მივესალმებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს საქართველოში. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიული განვითარებისა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია“, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის დროს მაიკ პომპეო სალომე ზურაბიშვილს, გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანსა და ილია მეორეს შეხვდება.
We welcome the visit of the U.S. Secretary of State to Georgia. The support from our strategic partner, the United States, for our democratic development and for peace and stability in the region is important. 🇬🇪🇺🇸
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 11, 2020