სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება

ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში, პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომლითაც გურიაში, კალანდობის დღესასწაულის პარალელურად საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, თავისუფალ ქვეყანაში პროტესტის გამოხატვა თითოეული ადამიანის უფლებაა.

„არ ვიცი, ვინ შემოუშვეს, ვინ არ შემოუშვეს, როგორც ხედავთ, აქ არ არის მხოლოდ მოსახლეობა, ელჩებიც არიან მოსული და რაღაცნაირად ფორმატში უნდა იყოს. სახალხო დღესასწაულია და ამიტომ ვულოცავ ყველას. ვინც რაიმეს აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისუფლება, ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და მე პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გურიაში, რადიანების მუზეუმთან ღონისძიების დაწყებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ. მათ ლობიო, პრასი და მჭადი მიიტანეს და განაცხადეს, რომ პროდუქტები პრეზიდენტისთვის უნდა გადაეცათ.

დატოვე კომენტარი