სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ეს შევძელით
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ ეს შევძელით

ჩვენ ეს შევძელით!, – ამ წარწერით აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფოტოს მიუნხენიდან, სადაც საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნად დასახელდა.

„ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყნიდან საქართველო ერთ-ერთი იქნება“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

2021 წელს საქართველოში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება. მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია. ჩვენი ქვეყნის გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.