სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პრეზიდენტობა არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის
სალომე ზურაბიშვილი - ჩემი პრეზიდენტობა არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის

მე რომ პრეზიდენტი ვარ, ქართველი ხალხის დამსახურებაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, „მოსამართლეების საკითხზე რას ურჩევს იმ გუნდის, რომლის დამსახურებაც არის მისი პრეზიდენტობა“.

„არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის ჩემი პრეზიდენტობა. მე რომ პრეზიდენტი ვარ, ეს ქართველი ხალხის დამსახურება და მათი ნდობის შედეგია. მე უნდა ვიყო ამ ნდობის ღირსი. ვიქნები ღირსი, თუ მე, ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.