სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს აეროპორტში დახვდა

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიიდან მორიგი როტაციის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნებულ ეროვნული გვარდიის ნაკრებ ოცეულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

პრეზიდენტმა მორიგ როტაციას სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება მიულოცა და წარმატებული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან ერთად ქართველ სამხედროებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური ვლადიმერ ჩაჩიბაია დახვდა.