სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს დღეს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს

07:00, 28.01.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტს დღეს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს.

პრესკონფერენცია პარასკევს უნდა გამართულიყო, თუმცა „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, ლევან ჩხაიძის დაღუპვის გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მისი გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„21-23 იანვარს გაიმართა სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში. შედგა უაღრესად მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი შეხვედრები, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა ლევან ჩხაიძე, ჩვენ მართებულად მივიჩნიეთ, ბრიფინგი გადაგვედო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება და მედიის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

მსგავსი