სალომე ზურაბიშვილი ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმებაზე - შეიარაღების კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა, ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
სალომე ზურაბიშვილი ბირთვული იარაღის კონტროლის შეთანხმებაზე - შეიარაღების კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა, ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია

შეიარაღებიის კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა. თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი, ვერიფიკაცია, აქ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ხელშეკრულება, რომლისთვისაც ჩვენ ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა „დოიჩელე ველეს“ კითხვას: „რუსეთი თუ არ შეასრულებს ბირთვული იარაღის კონტროლის ახალ შეთანხმებას, ხომ არ იქნება ეს საფრთხე ევროპისთვის“.

„ჩვენ არ გახლავართ ამ დისკუსიების მონაწილე, თუმცა მპატარა ქვეყნისთვის ნათელია, რომ რეგიონში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შეიარაღების კონტროლი ყოველთვის პოზიტიური განვითარებაა. თუმცა, რაც ჩვენ ვიცით, რუსეთს ვიცნობთ ახლოდან და ნათელია, რომ ძირითადი გახლავთ მონიტორინგი. აქ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახლავთ ხელშეკრულება. ძალიან მადლიერი ვიქნებით, თუ ეს მოხდება, მაგრამ მაქსიმალური კონტროლი უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში მასპინძლობს.

იენს სტოლტენბერგისა და სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი პრესკონფენერციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

 

დატოვე კომენტარი